„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 ივნისის №5/3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.133.000159
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 9, 11/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.133.000.159

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2010 წლის 3 აგვისტო

დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 ივნისის №5/3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 ივნისის №5/3 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“ №91, 15.06.07, გვ. 10) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპარატი ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (ტერიტორიული ორგანოების) საქმიანობის კოორდინაციას და მათ მიერ გამგებლის დავალებებისა და ბრძანებების, აგრეთვე გამგებლის მოადგილის (მოადგილეების) დავალებების შესრულების კონტროლს, გამგეობის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას, უზრუნველყოფს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო დოკუმენტების წარმოებას; ახორციელებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების ანალიზს.“;

ბ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამგებლის ინიციატივით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი მასალების მომზადების კორდინაცია.”;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასამტკიცებლად.“;

დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

აპარატის საშტატო ნუსხას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე