„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.133.000.160
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2010 წლის 3 აგვისტო
დაბა ხელვაჩაური
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №12 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“ №26, 06.03.2010წ., გვ.21) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და შესყიდვების სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და შესყიდვების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში – გამგებელი), გამგებლის მოადგილის (მოადგილეების), გამგეობის სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამართლებრივ უზრუნველყოფას, ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
ა.ბ) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, საკრებულოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.“;
ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) ა) ქვეპუნქტი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გამგებლის, გამგებლის მოადგილის (მოადგილეებისათვის) კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა;“.
ბ.ბ) პ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) გამგებლის, გამგებლის მოადგილის (მოადგილეების) ცალკეული დავალებების შესრულება”;
გ) მე-3 მუხლის:
გ.ა) ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ახორციელებს საკრებულოში განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც გამგებლის მიერ არის წარდგენილი საკრებულოს თავმჯდომარეზე საკრებულოს სხდომაზე ინიცირებისათვის;“.
გ.ბ) ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) კორდინაციას უწევს საკრებულოზე განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას, რომელიც გამგებლის მიერ არის წარსადგენი საკრებულოს თავმჯდომარეზე საკრებულოს სხდომაზე ინიცირებისათვის;“.
გ.გ) ჟ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილის (მოადგილეების) ცალკეულ დავალებებს.“.
დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილის (მოადგილეების) ცალკეულ დავალებებს;“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე