„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, პრივატიზებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 მარტის №3/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.133.000155
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 9, 11/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.133.000.155

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2010 წლის 3 აგვისტო

დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, პრივატიზებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 მარტის №3/4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, პრივატიზებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 მარტის №3/4 დადგენილებასა (გაზეთი „აჭარა“ №40, 09-10.04.2009., გვ.13) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, პრივატიზებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, პრივატიზებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვას, აღრიცხვას, პრივატიზებას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და მოქმედი კანონმდებლობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“.

ა.ბ) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, საკრებულოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.“;

ბ) მე-2 მუხლის „ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.“;

გ) მე-5 მუხლის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს, საკრებულოს თვმჯდომარისა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

დ) მე-6 მუხლის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს, საკრებულოს თვმჯდომარისა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე