ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.119.000.104
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2010 წლის 28 ივლისი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე „საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს № 726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 ივლისის № 476 ბრძანებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი1
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები ამ დადგენილების №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 8 დეკემბრის № 6 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
გ. გელენიძე
დანართი №1
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი ა
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| 1. | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2. | გამგებელი | 2360 |
| 3. | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4. | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5. | სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 6. | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 7. | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 430 |
| 8. | გამგებლის თანაშემწე სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 450 |
| 9. | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გამგეობის რწმუნებული | 400 |
| 10. | მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 11. | უფროსი სპეციალისტი | 270 |
| 12. | სპეციალისტი | 190 |