ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2010 ძალადაკარგული 04.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.119.000104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 06/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.119.000.104

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2010 წლის 28 ივლისი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე „საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს № 726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 ივლისის № 476 ბრძანებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი1

დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები ამ დადგენილების №1 დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 8 დეკემბრის № 6 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

გ. გელენიძე

დანართი №1

ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი ა

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი

სარგო

1.

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2.

გამგებელი

2360

3.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

4.

გამგებლის მოადგილე

900

5.

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის

უფროსი

700

6.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე,

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

7.

გამგეობის სამსახურის განყოფილების

უფროსი

430

8.

გამგებლის თანაშემწე

სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

450

9.

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს

ხელმძღვანელი გამგეობის რწმუნებული

400

10.

მთავარი სპეციალისტი

420

11.

უფროსი სპეციალისტი

270

12.

სპეციალისტი

190