იაპონიის პროგრამა 2 KR გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №163
2002 წლის 9 აპრილი
ქ. თბილისი
იაპონიის პროგრამა 2 KR გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
იაპონიის პროგრამა 2 KR გრანტის განხორციელებისას წამოჭრილი პრობლემების გადაჭრისა და პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ. კირვალიძე):
ა) ორ კვირაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს პროგრამა 2 KR-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო გრანტის გამოყენების ახალი წესი, რომელშიც გაითვალისწინებს სპეციალისტების მიერ 4 წლის განმავლობაში რეალურად შესაძლებელი გადასახდელი თანხის დაგროვების მექანიზმს;
ბ) იაპონიის მხარესთან შეთანხმებით ორ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების გამოყენების წესი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) განიხილოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიღებიდან მეოთხე წელს დარჩენილი თანხების შევსების შესაძლებლობა იმ დროისათვის ქვეყნის ბიუჯეტში არსებული შემოსავლების გათვალისწინებით.
3. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სამდივნომ.
4. ამ ბრძანებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის № 134 ბრძანებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივლისის № 419 ბრძანებულების მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები.
ე. შევარდნაძე