იაპონური გრანტ 2KR ის ფარგლებში საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების გამოყენების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2587
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2587

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

იაპონური გრანტ 2KR‑ის ფარგლებში საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების გამოყენების შესახებ

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს იაპონური გრანტის პროგრამა 2KR‑ის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის შესავსებად ხაზინის ერთიან ანგარიშზე აკუმულირებული 7 358 769, 94 (შვიდი მილიონ სამას ორმოცდათვრამეტი ათას შვიდას სამოცდაცხრა ლარი და 94 თეთრი) ლარის, მათ შორის,სადეპოზიტო კოდზე – 302003000 (სხვა დეპოზიტები) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე რიცხული 5 538 075, 97 ლარის და სადეპოზიტო კოდზე – 302004400 რიცხული 1 820 693, 97 ლარის გადარიცხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის საბანკო ანგარიშზე შედგომში სასოფლო‑სამეურნეო ტექნიკის შესაძენად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონში ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული თანხის ასახვა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში;

ბ) შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება აღნიშნული სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშგებაში ასახვის მიზნით.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სასოფლო‑სამეურნეო ტექნიკის შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური