დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
|
|
|
2010 წლის 24 დეკემბერი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება /მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ” ქვეპუნქტის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
1. განისაზღვროს პირველ კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას:
ა) 60მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-დე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 20მ3-მდე მოცულობის 10 მ-დე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
დ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
ე) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისთვის ტრანშეის /თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ვ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
ზ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი 2,5მ-მდე სიმაღლისა და 6მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან /და დანადგარები;
თ) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები.
2. დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,ზ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:
ა) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ღერძულა ხაზიდან 100-მეტრიან ზონაში და ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ღერძული ხაზიდან 100-მეტრიან ზონაში.
ბ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300-მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზოლების მიმდებარედ 50-მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.02.2011.
- როდის იქნა მიღებული „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)განსაზღვრის შესახებ“?
- „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 24.12.2010. მიმღები ორგანო — დმანისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18-65. სარეგისტრაციო კოდი — 330120000.35.156.016030.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.02.2011-დან.
- სად არის „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)განსაზღვრის შესახებ“, №18-65, 24.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 330120000.35.156.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1156836/