დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება/ მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3-13
2011 წლის 23 თებერვალი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება/ მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”, საქართველოს მთავრობის №57 2009 წლის 24 მარტის დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
1. განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას:
ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-დე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 20 მ3-მდე მოცულობის 10 მ-დე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე.
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;
ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისთვის ტრანშეის /თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
თ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი 2,5მ-მდე სიმაღლისა და 6მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან /და დანადგარები;
ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები.
2. დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,ზ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:
ა) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ღერძულა ხაზიდან 100 მეტრიან ზონაში და ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ღერძული ხაზიდან 100 მეტრიან ზონაში;
ბ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300-მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზოლების მიმდებარედ 50 მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში.
3. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №18-65 დადგენილება ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) განსაზღვრის შესახებ.
4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე