თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2010 ბოლო ცვლილება 01.08.2019
ნომერი
№1-1/2045
სარეგისტრაციო კოდი
330130000.22.024.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 170, 29/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2045

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

,,ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს თანდართული კრიტერიუმები.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

დანართი

თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმები:

    მუხლი 1

საშუალო კლასის სასტუმროს კრიტერიუმებია:

ა) სასტუმროს ერთი ნომრის ოთახ(ებ)ის ფართობი – არანაკლებ 21 კვ.მ., მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 5კვ.მ;

ბ) ლიფტი.

გ) სანიტარიული კეთილმოწყობა:

გ.ა) საშხაპე/საპირფარეშო ან სააბაზანო/საპირფარეშო;

გ.ბ) პირსაბანი.

დ) ელექტრომომარაგება:

დ.ა) გარე განათება;

დ.ბ) შენობის შიდა ფართობის განათება;

დ.გ) სასტუმრო ოთახ(ებ)ის და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება;

ე) ხმაურის კონტროლი/ჰაერის კონდიცირება:

ე.ა) ხმაურდამცავი მინაპაკეტის ფანჯარა;

ე.ბ) ოთახები ცენტრალური კონდიცირებით, აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;

ე.გ) დამხმარე ოთახებისა (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური კონდიცირება;

ვ) სასტუმროსთან ავტოტრანსპორტით მისასვლელი.

ზ) პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:

ზ.ა) სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი;

ზ.ბ) შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება;

ზ.გ) ლიფტით, ეტლით გადაადგილება;

ზ.დ) არანაკლებ სამი ნომერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჭირო პირობების გათვალისწინებით.

თ) სტუმართა რეგისტრაცია (რეცეფცია):

თ.ა) განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი;

თ.ბ) მინიმუმ სამადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან;

თ.გ) სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.

ი) კვების ობიექტები:

ი.ა) სასადილო;

ი.ბ) რესტორანი.

კ) ტელეკომუნიკაციები:

კ.ა) ტელეფონი და ინტერნეტი ოთახში;

კ.ბ) ტელეფონი და ინტერნეტი საზოგადოებრივ ადგილას;

კ.გ) სატელევიზიო მაუწყებლობა.

    მუხლი 2

მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმებია:

ა) სასტუმროს ერთი ნომრის ოთახ(ებ)ის ფართობი – არანაკლებ 25 კვ.მ., მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 6კვ.მ.

ბ) ლიფტი;

გ) სანიტარიული კეთილმოწყობა;

გ.ა) საშხაპე/საპირფარეშო ან სააბაზანო/საპირფარეშო;

გ.ბ) პირსაბანი.

დ) ელექტრომომარაგება:

დ.ა) გარე განათება;

დ.ბ) შენობის შიდა ფართობის განათება;

დ.გ) სასტუმრო ოთახის და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება.

 ე) ხმაურის კონტროლი/ჰაერის კონდიცირება:

 ე.ა) ხმაურდამცავი მინაპაკეტის ფანჯარა;

 ე.ბ) ოთახები ცენტრალური კონდიცირებით, აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;

 ე.გ) დამხმარე ოთახების (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური კონდიცირება;

ე.დ) ოთახში შესასვლელი ხმაურდამცავი კარი;

ვ) სასტუმროსთან ავტოტრანსპორტით მისასვლელი.

ზ) პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:

ზ.ა) სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი;

ზ.ბ) შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება;

ზ.გ) ლიფტით, ეტლით გადაადგილების უზრუნველყოფა;

ზ.დ) არანაკლებ სამი ნომერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჭირო პირობების გათვალისწინებით.

თ) სტუმართა რეგისტრაცია (რეცეფცია):

თ.ა) განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი;

თ. ბ) მინიმუმ ხუთადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან;

თ.გ) სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.

ი) კვების ობიექტები:

ი.ა) სასადილო;

ი.ბ) რესტორანი;

ი.გ) ბარი.

 კ) ტელეკომუნიკაციები:

კ.ა) ტელეფონი და ინტერნეტი ოთახში;

კ.ბ) ტელეფონი და ინტერნეტი საზოგადოებრივ ადგილას;

კ.გ) WIFI ინტერნეტი;

კ.დ) სატელევიზიო მაუწყებლობა.

    მუხლი 3

საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროების აღჭურვის და მომსახურების დონედ განისაზღვროს ასოციაცია ,,გლობალ სტარის” მიერ დადგენილი სამ და ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების შეფასების შესაბამისი მახასიათებლების მქონე აღჭურვა და მომსახურება.