თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2010 ბოლო ცვლილება 01.08.2019
ნომერი
№1-1/2045
სარეგისტრაციო კოდი
330130000.22.024.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 170, 29/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2045

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

,,ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს თანდართული კრიტერიუმები.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

დანართი

თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმები:

    მუხლი 1

საშუალო კლასის სასტუმროს კრიტერიუმებია:

ა) სასტუმროს ერთი ნომრის ოთახ(ებ)ის ფართობი – არანაკლებ 21 კვ.მ., მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 5კვ.მ;

ბ) ლიფტი.

გ) სანიტარიული კეთილმოწყობა:

გ.ა) საშხაპე/საპირფარეშო ან სააბაზანო/საპირფარეშო;

გ.ბ) პირსაბანი.

დ) ელექტრომომარაგება:

დ.ა) გარე განათება;

დ.ბ) შენობის შიდა ფართობის განათება;

დ.გ) სასტუმრო ოთახ(ებ)ის და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება;

ე) ხმაურის კონტროლი/ჰაერის კონდიცირება:

ე.ა) ხმაურდამცავი მინაპაკეტის ფანჯარა;

ე.ბ) ოთახები ცენტრალური კონდიცირებით, აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;

ე.გ) დამხმარე ოთახებისა (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური კონდიცირება;

ვ) სასტუმროსთან ავტოტრანსპორტით მისასვლელი.

ზ) პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:

ზ.ა) სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი;

ზ.ბ) შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება;

ზ.გ) ლიფტით, ეტლით გადაადგილება;

ზ.დ) არანაკლებ სამი ნომერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჭირო პირობების გათვალისწინებით.

თ) სტუმართა რეგისტრაცია (რეცეფცია):

თ.ა) განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი;

თ.ბ) მინიმუმ სამადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან;

თ.გ) სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.

ი) კვების ობიექტები:

ი.ა) სასადილო;

ი.ბ) რესტორანი.

კ) ტელეკომუნიკაციები:

კ.ა) ტელეფონი და ინტერნეტი ოთახში;

კ.ბ) ტელეფონი და ინტერნეტი საზოგადოებრივ ადგილას;

კ.გ) სატელევიზიო მაუწყებლობა.

    მუხლი 2

მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმებია:

ა) სასტუმროს ერთი ნომრის ოთახ(ებ)ის ფართობი – არანაკლებ 25 კვ.მ., მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 6კვ.მ.

ბ) ლიფტი;

გ) სანიტარიული კეთილმოწყობა;

გ.ა) საშხაპე/საპირფარეშო ან სააბაზანო/საპირფარეშო;

გ.ბ) პირსაბანი.

დ) ელექტრომომარაგება:

დ.ა) გარე განათება;

დ.ბ) შენობის შიდა ფართობის განათება;

დ.გ) სასტუმრო ოთახის და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება.

 ე) ხმაურის კონტროლი/ჰაერის კონდიცირება:

 ე.ა) ხმაურდამცავი მინაპაკეტის ფანჯარა;

 ე.ბ) ოთახები ცენტრალური კონდიცირებით, აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით;

 ე.გ) დამხმარე ოთახების (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური კონდიცირება;

ე.დ) ოთახში შესასვლელი ხმაურდამცავი კარი;

ვ) სასტუმროსთან ავტოტრანსპორტით მისასვლელი.

ზ) პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის:

ზ.ა) სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი;

ზ.ბ) შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება;

ზ.გ) ლიფტით, ეტლით გადაადგილების უზრუნველყოფა;

ზ.დ) არანაკლებ სამი ნომერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჭირო პირობების გათვალისწინებით.

თ) სტუმართა რეგისტრაცია (რეცეფცია):

თ.ა) განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი;

თ. ბ) მინიმუმ ხუთადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან;

თ.გ) სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.

ი) კვების ობიექტები:

ი.ა) სასადილო;

ი.ბ) რესტორანი;

ი.გ) ბარი.

 კ) ტელეკომუნიკაციები:

კ.ა) ტელეფონი და ინტერნეტი ოთახში;

კ.ბ) ტელეფონი და ინტერნეტი საზოგადოებრივ ადგილას;

კ.გ) WIFI ინტერნეტი;

კ.დ) სატელევიზიო მაუწყებლობა.

    მუხლი 3

საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროების აღჭურვის და მომსახურების დონედ განისაზღვროს ასოციაცია ,,გლობალ სტარის” მიერ დადგენილი სამ და ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების შეფასების შესაბამისი მახასიათებლების მქონე აღჭურვა და მომსახურება.

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.08.2019.
როდის იქნა მიღებული „თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“?
„თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/2045. სარეგისტრაციო კოდი — 330130000.22.024.016030.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 01.08.2019-დან.
სად არის „თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.08.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „თავისუფალ ტურისტულ ზონაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“, №1-1/2045, 27.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 330130000.22.024.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1157761/