"ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის N22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110111, 11/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №4

2011 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის  2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ    დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ქ. თბილისის ძველი თბილისი რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2008 წლის 19 მარტის №22 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ’’ ქვეპუნქტი:

„ვ) ხელს უწყობს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებას.’’;

ბ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“, „მ2“ და „მ3“ ქვეპუნქტი:

„მ1) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

2) თანხმობის გაცემა ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად;

3) თანხმობის გაცემა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად;“;

გ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. გამგეობის სტრუქტურა

გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) გამგეობის აპარატი;

ბ) სამხედრო სამსახური (განყოფილება);

გ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური (განყოფილება);

დ) სოციალურ საკითხთა სამსახური (განყოფილება);

ე) ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (განყოფილება);

ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების სამსახური (განყოფილება);

ზ) ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალის უბნის სამსახური (განყოფილება);

თ) ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ვერა, თამარ მეფის, აღმაშენებლის უბნის სამსახური (განყოფილება);

ი) ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიული ერთეულის – ქვედა ჩუღურეთი, ავლაბრის უბნის სამსახური (განყოფილება).;

დ) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.“;

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:

 „მუხლი 381. განყოფილების უფროსი

1. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განსაზღვრავს განყოფილების თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს;

გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას;

ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ვ) წარუდგენს გამგებელს განყოფილებაში შემავალ თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა კანდიდატურებს;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას;

თ) პასუხს აგებს განყოფილების საქმიანობაზე;

ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე.“;

 ვ) 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 42. განყოფილების მართვა

 გამგებლის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განყოფილების საქმიანობას წარმართავს და განხორცილებულ საქმიანობაზე პასუხისმგებელია შესაბამისი დარგის მოადგილე.“;

ზ) ამოღებულ იქნეს 43-ე მუხლი;

თ) ამოღებულ იქნეს VII და XII თავი;

ი) XI თავის სათაური , 44-ე მუხლის სათაური და 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XI

ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (განყოფილება)

    მუხლი 44. ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (განყოფილება)

 1. ძველი თბილისის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (განყოფილება) (შემდგომში – განყოფილება), არის სამეურნეო სფეროში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის და ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” №1-1 გადაწყვეტილებით გამგეობისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საკითხების გადაწყვეტას.“;

 კ) XI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის XI1 თავი:

„თავი XI1

 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების სამსახური (განყოფილება)

    მუხლი 481. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების სამსახური(განყოფილება)

 1. ძველი თბილისის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების სამსახური (განყოფილება) (შემდგომში – განყოფილება), არის სამეურნეო სფეროში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის და ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” N1-1 გადაწყვეტილებით გამგეობისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების შემუშვებასა და განხორციელებას.

2. განყოფილების კომპეტენცია, საქმიანობის წესი და მიმართება საქალაქო სამსახურებთან განისაზღვრება ამ დებულებით.

3. განყოფილება უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს რაიონის გამგეობას.

4. განყოფილების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს რაიონის გამგებელი.

5. განყოფილება ფინანსდება რაიონის ბიუჯეტიდან.

 მუხლი 482. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) ქალაქ თბილისში სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება.

 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა;

ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინსტიტუტის განვითარების მიზნით, ამხანაგობებისათვის კონსულტაციების გაწევა;

გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადების განხილვა და შესაბამისი განკარგულების პროექტების მომზადება;

დ) ამხანაგობებსა და გამგეობას შორის დასადები ხელშეკრულებების, სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;

ე) არსებული ინფორმაციის ანალიზი და სტატისტიკური დამუშავების უზრუნველყოფა;

ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცესში კონსულტაციების გაწევა;

ზ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განაცხადების მიღება და მათი პირველადი შემოწმება;

თ) ავანსის სახით, ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის, მომსახურე ორგანიზაციასა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულებებისა და სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების მიღება და პირველადი შემოწმება.

    მუხლი 483. განყოფილების უფლებები და მოვალეობები

1. განყოფილება უფლებამოსილია:

მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

2. განყოფილება ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან;

ბ) დადგენილი წესის მიხედვით, უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგეობისა და მერიის შესაბამის სამსახურებში;

გ) განყოფილებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებები, განცხადებები და საჩივრები ;

დ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად;

ე) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება განყოფილების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის .

3. განყოფილება ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 484. განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.

 მუხლი 485. განყოფილების უფროსი

 1. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განსაზღვრავს განყოფილების თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს;

გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას;

ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით , ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ვ) წარუდგენს გამგებელს განყოფილებაში შემავალ თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა კანდიდატურებს;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას ;

თ) პასუხს აგებს განყოფილების საქმიანობაზე;

ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს .

2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე.“.

 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. უგულავა