"ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N3 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110111, 11/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №5

2011 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის     2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. „ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები:

 ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ’’ და „თ’’ ქვეპუნქტები:

„ზ) შეიმუშავებს და ახორციელებს რაიონში სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამებს;

თ) ხელს უწყობს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებას’’ ;

ბ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს’’ ქვეპუნქტი:

„ს) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;”;

გ) მე -14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;“

დ) მე -14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილება;“;

ე) V3 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თავი V 3  

ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება

    მუხლი 1811

 1. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება (სამსახური), არის სამეურნეო სფეროში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, შექმნილი ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის და ქ.თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის „ქ.თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” №1-1 გადაწყვეტილებით გამგეობისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხების გადაწყვეტას.

2. განყოფილების კომპეტენცია, საქმიანობის წესი და მიმართება საქალაქო სამსახურებთან განისაზღვრება ამ დებულებით.

3. განყოფილება უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს რაიონის გამგეობას.

4 . განყოფილების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს რაიონის გამგებელი.

5. განყოფილება ფინანსდება რაიონული ბიუჯეტიდან.

 მუხლი 1812   განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 1. განყოფილების ძირითად ამოცანებია:

ა) ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში ადგილობრივი საზოგადოებრივ მომსახურებათა უზრუნველყოფა ;

ბ) ადგილობრივი მეურნეობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროგრამების მომზადება და მათი განხორციელები ორგანიზება.

  2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) რაიონში სამშენებლო, სარემონტო, საპროექტო სამუშაოებზე ერთიანი დამკვეთის ფუნქციის განხორციელება, კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საფუძველზე;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე სამშენებლო, სარემონტო, საპროექტო სამუშაოებზე და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება და სატენდერო კომისიაში მონაწილეობის მიღება;

გ) რაიონული დანიშნულების გარე კეთილმოწყობის ობიექტების მოვლა-პატრონობა, რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული საბინაო ფონდის აღდგენით სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელება;

დ) ტექნიკური დათვალიერების შედეგების მიხედვით მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების დაგეგმვა, პროექტების და ხარჯთაღრიცხვების მომზადების უზრუნველყოფა;

ე) „მომწოდებელი” ორგანიზაციის მიერ რაიონის სკვერების, ბაღების, მწვანე ზოლების გამწვანებაზე და დასუფთავებაზე ზედამხედველობა და კონტროლი ;

ვ) რაიონის ტერიტორიაზე, გარე კომუნიკაციების დაზიანებაზე შესაბამის სამსახურებისთვის შეტყობინების ოპერატიული გადაცემის ორგანიზაცია;

ზ) რაიონის ტერიტორიაზე ქუჩების, გზების, მწვანე ნარგაობათა, მცირე არქიტექტურული ფორმების: სასმელი წყლის ნიჟარებისა და შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობაზე კონტროლი და ზედამხედველობა;

 თ) რაიონის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართების კანონიერ მოსარგებლეთათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხის განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ი) მრავალბინიანი სახლების, შენობების და სხვა ობიექტების ნუმერაციის საკითხის განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

კ) მოქალაქეებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მომართვის შესაბამისად დადგენილი წესით თანხმობის მიცემა ზეხმელი და ავარიული ხეების ამოძირკვაზე და ფორმირებაზე;

) გამგეობის სამუშაო გეგმის შესაბამისად , განყოფილების კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებზე დადგენილების პროექტის მომზადება გამგეობის სხდომაზე განს ა ხილველად.

 მუხლი 1813   განყოფილების უფლებები და მოვალეობები

1. განყოფილება უფლებამოსილია:

ა) შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სხვა შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის შესაბამისად, სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სამშენებლო, საპროექტო, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები სხვადასხვა სახის დოკუმენტების დასამუშავებლად და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.

2. განყოფილება ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს ქალაქისა და რაიონის შესაბამის განყოფილებებთან (სამსახურებთან);

ბ) დადგენილი წესის მიხედვით, უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგეობისა და მერიის შესაბამის სამსახურებში;

გ) განიხილოს მოქალაქეთა წინადადებები, საჩივრები და განცხადებები საბინაო-კომუნალური მომსახურებისა და კეთილმოწყობის საკითხებზე და საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შემთხვევაში შესაბამის ინსტანციებში წარსადგენად;

დ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებასთან;

ე) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება განყოფილების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის .

3. განყოფილება ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 1814  . განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.

    მუხლი 1815 . განყოფილების უფროსი

განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

 ბ)მოქმედებს განყოფილების სახელით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან    ურთიერთობისას წარმოადგენს განყოფილებას;

 გ) განსაზღვრავს განყოფილების თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს;

 დ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

 ე) გამგეობის სახელით აფორმებს ხელშეკრულებებს;

 ვ) ამტკიცებს გაწეული მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტებს; მათ საფუძველზე ხელს აწერს საგადასახადო დავალებებს;

 ზ) გამგეობას წარუდგენს განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშს;

 თ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმობს მათ პირადად მიღებას;

 ი) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

 კ) წარუდგენს გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა კანდიდატურებს;

 ლ) პასუხს აგებს განყოფილების საქმიანობაზე;

 მ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ნ) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე.“.

ვ) V4 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის V5 თავი:

„თავი V5

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილება

    მუხლი 1819. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილება

 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილება (შემდგომში –განყოფილება), არის სამეურნეო სფეროში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც “საქართველოს დედაქალაქის–თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის და ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” №1-1 გადაწყვეტილებით გამგეობისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების შემუშვებასა და განხორციელებას.

2. განყოფილების კომპეტენცია, საქმიანობის წესი და მიმართება საქალაქო სამსახურებთან განისაზღვრება ამ დებულებით.

3. განყოფილება უფლებამოსილებათა განხორციელებისას წარმოადგენს რაიონის გამგეობას.

4. განყოფილების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს რაიონის გამგებელი.

5. განყოფილება ფინანსდება რაიონის ბიუჯეტიდან.

მუხლი 1820. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

 1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) რაიონ ში სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება.

გ)ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ფარგლებში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და გ ანვითარების პროგრამების მომზადება და მათი განხორციელები ს ორგანიზება.

 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა;

ბ) თანხმობის გაცემა ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად;

გ) თანხმობის გაცემა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად;

დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინსტიტუტის განვითარების მიზნით, ამხანაგობებისათვის კონსულტაციების გაწევა;

ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადების განხილვა და შესაბამისი განკარგულების პროექტების მომზადება;

ვ) ამხანაგობებსა და გამგეობას შორის დასადები ხელშეკრულებების, სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;

ზ) არსებული ინფორმაციის ანალიზი და სტატისტიკური დამუშავების უზრუნველყოფა;

თ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცესში კონსულტაციების გაწევა;

ი) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განაცხადების მიღება და მათი პირველადი შემოწმება;

კ) ავანსის სახით, ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის, მომსახურე ორგანიზაციასა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულებებისა და სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების მიღება და პირველადი შემოწმება.

    მუხლი 1821. განყოფილების უფლებები და მოვალეობები

1. განყოფილება უფლებამოსილია:

1. მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

2. განყოფილება ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან;

ბ) დადგენილი წესის მიხედვით, უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგეობისა და მერიის შესაბამის სამსახურებში;

გ) განყოფილებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებები, განცხადებები და საჩივრები.

დ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად;

ე) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება განყოფილების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის;

 3. განყოფილება ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

 მუხლი 1822. განყოფილების მართვა

განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.

 მუხლი 1823. განყოფილების უფროსი

განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) განსაზღვრავს განყოფილების თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს;

გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას;

ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ვ) წარუდგენს გამგებელს განყოფილებაში შემავალ თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა კანდიდატურებს;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას ;

თ) პასუხს აგებს განყოფილების საქმიანობაზე;

ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

 2.განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე.“.

 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ .  უგულავა