"ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №10
2011 წლის1 თებერვალი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის2006 წლის 26 დეკემბრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N3 ბრძანებით დამტკიცებული დებულების V5 თავი– „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V8
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილება
მუხლი 1837. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილება
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილება (შემდგომში – განყოფილება), არის სამეურნეო სფეროში გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც „საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ” საქართველოს კანონისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” №1-1 გადაწყვეტილებით გამგეობისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების შემუშვებასა და განხორციელებას.
2. განყოფილების კომპეტენცია, საქმიანობის წესი და მიმართება საქალაქო სამსახურებთან განისაზღვრება ამ დებულებით.
3. განყოფილება უფლებამოსილებათა განხორციელებისას, წარმოადგენს რაიონის გამგეობას.
4. განყოფილების საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს რაიონის გამგებელი.
5. განყოფილება ფინანსდება რაიონის ბიუჯეტიდან.
მუხლი 1838. განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) რაიონში სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება;
გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ფარგლებში, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების ორგანიზება.
2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა;
ბ) ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად შემოსული მოთხოვნის განხილვა და შესაბამისი წინადადების მომზადება.
გ) მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად შემოსული მოთხოვნის განხილვა და შესაბამისი წინადადების მომზადება;
დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინსტიტუტის განვითარების მიზნით, ამხანაგობებისათვის კონსულტაციების გაწევა;
ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
ვ) ამხანაგობებსა და გამგეობას შორის დასადები ხელშეკრულებების, სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
ზ) არსებული ინფორმაციის ანალიზი და სტატისტიკური დამუშავების უზრუნველყოფა;
თ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცესში კონსულტაციების გაწევა;
ი) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განაცხადების მიღება და მათი პირველადი შემოწმება;
კ) ავანსის სახით, ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის, მომსახურე ორგანიზაციასა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულებებისა და სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების მიღება და პირველადი შემოწმება.
მუხლი 1839. განყოფილების უფლებები და მოვალეობები
1. განყოფილება უფლებამოსილია:
მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციებისგან, განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. განყოფილება ვალდებულია:
ა) ითანამშრომლოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
ბ) დადგენილი წესის მიხედვით, უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა გამგეობისა და მერიის შესაბამის სამსახურებში;
გ) განყოფილებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებები, განცხადებები და საჩივრები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად;
ე) განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება, განყოფილების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.
3. განყოფილება ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 1840. განყოფილების მართვა
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.
მუხლი 1841. განყოფილების უფროსი
განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) განსაზღვრავს განყოფილების თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვის საკითხებს;
გ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ორგანიზაციას უწევს განყოფილებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას და აწარმოებს მოქალაქეთა პირადად მიღებას;
ე) გამგეობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ვ) წარუდგენს გამგებელს განყოფილებაში შემავალ თანამდებობაზე დასანიშნ და თანამდებობიდან გასათავისუფლებელ თანამშრომელთა კანდიდატურებს.
ზ) უზრუნველყოფს განყოფილების წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას.
თ) პასუხს აგებს განყოფილების საქმიანობაზე;
ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
2.განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე.“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ . უგულავა