აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.01.2011 ძალადაკარგული 05.09.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.102.016017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 240111, 24/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2011 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

 1. დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          ს. გურჩიანი

დანართი №1

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება

    მუხლი 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

  სამსახური დადგენილი წესით:

ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძრის ჩაქრობას;

ბ) მონაწილეობას იღებს საქართველოს ტერიტორიის ხანძრის ლიკვიდაციისა და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებაში;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ეროვნული მეურნეობის ობიექტების ხანძრის თავიდან აცილების ორგანიზებას და ჩაქრობას, სამუშაოების შესრულებას და მომსახურების გაწევას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში;

დ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას;

ე) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვას სათანადო ძალების საშუალებით, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს;

ვ) საგანგებო სიტუაციების დროს აუცილებლობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.