აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2014 წლის 5 სექტემბერი ქ.თბილისი |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონების „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ.ბოლნისი,კოსტავას #7.
5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა;
გ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება.
2. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
3. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში;
4. საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობა;
5. სამსახურის ბალანსზე რიცხული (მიმაგრებული) სახანძრო-სამაშველო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების სწორი ექსპლუატაციის ორგანიზება;
6. სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთქმედების ორგანიზება;
7. საგანგებო სიტუაციების თაობაზე შემოსულ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირება;
8. დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის 24-საათიანი მორიგეობის და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
9. ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება, საქართველოს შს მინისტრის 2010 წლის 06 ივნისის №571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად;
10. ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის;
გ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს;
დ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის საქმიანობის სფეროსათვის და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში;
ვ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ზ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
თ) მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, ზრუნავს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახორციელებს მათ მატერიალურ სტიმულირებას დადგენილი წესით;
ი) მუნიციპალიტეტის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს სამსახურის პირადი შემადგენლობის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. აწარმოებს მათ პირად მიღებას;
მ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და გამგეობაში წარდგენას მათ სარეალიზაციოდ;
ნ) აანალიზებს ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად;
ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;
პ) უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს, გამგებლის დავალებით, ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე – არსებული რანგის შესაბამისად.
2. ამ დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) უფროსი სპეციალისტი;
გ) სპეციალისტი;
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურის გავლის წესები განისაზღვრება დებულებით „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად.
4. სამსახურის პირადი შემადგენლობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. სამსახურის იმ პირადი შემადგენლობის სამუშაო დროის ხანგრძლივობას, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრების ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კანონმდებლობის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.09.2014. მიმღები ორგანო — აჟარის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.102.016090.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.02.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №20, 05.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.102.016090 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2493246/