"თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №1/1
2011 წლის 13 იანვარი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნ ის წესების დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
ამდენად, მიზანშეწონილია დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნ ის წესები.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნ ის წესები თანახმად დანართი 1-ისა.
2. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 2093-ე მუხლის პირველი ნაწილის, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინოს და საქმეები განიხილ ოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) განსაზღვრულმა პირმა, რომელიც თვითმმართველი ქალაქ ფოთის შესყიდვების გეგმის შესაბამისად გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პირია და მასთან არის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება თვითმმართველი ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში უმელთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და დაჭერა-იზოლირებას თან დაკავშირებით.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
დანართი 1
თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნ ის წესები
მუხლი 1. ეს წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც თვითმმართველი ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მფლობელობაში ჰყავთ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი.
მუხლი 2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ს შენახვა დასაშვებია მხოლოდ პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ ზე.
მუხლი 3. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ს მესაკუთრეები (მეპატრონეები) ვალდებულნი არიან:
1. არ დაუშვან წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ს გაშვება მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ ის გარეთ;
2. მკაცრად დაიცვან წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ს შენახვის წესები.
მუხლი 4. უმეთვალყურეოდ (უპატრონოდ) მიტოვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ს იზოლირება-განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომზე), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 5. აღნიშნული წესის დაღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალადაღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.