"თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.160.016039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 310111, 31/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის

საკრებულოს

  დადგენილება №56

2011 წლის25 იანვარი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე-20 მუხლი შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1 

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულებაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. მერს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“.

2. ამოღებულ იქნეს დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი.

3. ამოღებულ იქნეს დებულების მე-13 მუხლის მე-11 პუნქტი.

4. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2 

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე                       კ. ბარათაშვილი

დანართი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურა

1. მერიის ადმინისტრაცია;

2. ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახური;

3. საფინანსო სამსახური;

4. შესყიდვების სამსახური;

5. სოციალური მომსახურების,კულტურისა და სპორტის სამსახური;

6. ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახური;

7. ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და მიწის მართვის სამსახური;

8. ზედამხედველობის სამსახური;

9. სახანძრო დაცვის სამსახური;

10. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

11. პრესსამსახური;

12. ეკონომიკური განვითარების სამსახური;

13. ჟიული შარტავას სახელობის ტერიტორიული ორგანო;

14. შოთა რუსთაველის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

15. დავით აღმაშენებლის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

16. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

17. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

18. ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

19.     ძველი რუსთავის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

20. ილია ჭავჭავაძის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

21. იაკობ ცურტაველის სახელობის ტერიტორიული ორგანო;

22. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სახელობის ტერიტორიული ორგანო.