"ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.02.2011 ძალადაკარგული 22.02.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010320040.35.136.016041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110211, 11/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №10

2011 წლის 3 თებერვალი  

დაბა ხულო

 ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანდართული დანართის თანახმად;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის №27 დადგენილება (გაზეთი “აჭარა”, 2007 წ, № 97, 29 ივნისი, გვ.15).

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                 ნ. თავართქილაძე

დანართი                                                                     

  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

    მუხლი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის  თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება:

1. უმაღლესი განათლება;

2. შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცი ა;

ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონი;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცი ა;

დ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;

ვ) ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებ ა (რეგლამენტი);

2. კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Exsel).

    მუხლი 2. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასანიშნ პირს, თანამდებობის შესაბამისად, დამატებით მოეთხოვება:

1. აპარატის უფროსს:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი ს“საქართველოს შრომის კოდექსი” ცოდნა;

გ) “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) “ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილების ცოდნა;

2. აპარატის მთავარ სპეციალისტს - იურიდიულ საკითხებში:

ა) “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;

ბ) საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსი” ცოდნა.

გ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

დ) “საჯარო სამსახურის შ ესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა

ე) “ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შ ესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილების ცოდნა;

3. აპარატის მთავარ სპეციალისტს - საქმისწარმოების საკითხებში:

ა) “საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;

ბ) საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსის” ცოდნა.

გ) “ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შ ესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილების ცოდნა;

4. აპარატის მთავარ სპეციალისტს - საორგანიზაციო საკითხებში:

ა) “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონიის ცოდნა.

ბ) “სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;

გ) “ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შ ესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილების ცოდნა;

5. აპარატის სპეციალისტს-საქმისწარმოების საკითხებში:

ა) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;

ბ) “ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შ ესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილების ცოდნა;