1. პირებს, რომლებიც კვლევის პროექტში მონაწილეობის მისაღებად არიან მოწვეული, უნდა მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია გასაგები ფორმით. ეს ინფორმაცია დოკუმენტირებული უნდა იყოს.

2. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს კვლევის პროექტის მიზანს, მთლიანად კვლევის პროექტის და კვლევასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკს და სარგებელს და უნდა შეიცავდეს ეთიკის კომიტეტის დასკვნას. კვლევის პროექტში მონაწილეობაზე თანხმობის განცხადების შეთავაზებამდე ეს პირები კონკრეტულად უნდა იყვნენ ინფორმირებული კვლევის თავისებურებებისა და მიზნების შესაბამისად შემდეგზე:

i. პროცედურების ხასიათზე, მასშტაბებსა დ ხანგრძლივობაზე, განსაკუთრებით კვლევის პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი ტვირთის თაობაზე;

ii. არსებულ პრევენციულ, სადიაგნოზო და სამკურნალო პროცედურებზე;

iii. იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელთა მიზანია არასასურველ გარემოებებზე ან კვლევაში მონაწილეთა პრობლემებზე რეაგირება;

iv. იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელთა მიზანია პირადი ცხოვრების პატივისცემისა და პირადული მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის უზრუნველყოფა;

v. იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელთა მიზანია კვლევის შედეგების, აგრეთვე კვლევის პროცესში მიღებული იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც შეეხება კვლევაში მონაწილეს;

vi. იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელთა მიზანია სამართლიანი კომპენსაცია ზიანის მიყენების შემთხვევაში;

vii. კვლევის შედეგების, მონაცემების ან ბიოლოგიური მასალის შესაძლო შემდგომი გამოყენების თაობაზე, კომერციული მიზნებით გამოყენების ჩათვლით;

viii. კვლევის პროექტის დაფინანსების წყაროზე.

3. ამასთანავე, პირებს, რომლებიც კვლევაში მონაწილეობის მისაღებად არიან მოწვეული, უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული მათი უფლებებისა და დაცვის მექანიზმის თაობაზე, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, და განსაკუთრებით მათი უფლების შესახებ - ნებისმიერ დროს განაცხადონ უარი ან უარყონ უკვე მიცემული თანხმობა კვლევაში მონაწილეობაზე ისე, რომ გამორიცხული იყოს მათი ყოველგვარი დისკრიმინაცია, განსაკუთრებით სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებასთან მიმართებაში