1. კვლევა ორსულ ქალზე, როცა კვლევის საფუძველზე არ არის მოსალოდნელი ისეთი შედეგების მიღება, რომლებიც პირდაპირ სარგებლობას მოუტანს მის ან მისი ემბრიონის, ნაყოფის ან ბავშვის (დაბადების შემდეგ) ჯანმრთელობას, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დამატებითი პირობა:

i. კვლევის მიზანია წვლილის შეტანა ისეთი საბოლოო შედეგების მიღებაში, რომლებიც შესაძლებელს გახდის, სარგებლობა მოუტანოს სხვა ქალებს რეპროდუქციასთან მიმართებით, ან სხვა ემბრიონებს, ნაყოფებს ან ბავშვებს;

ii. შესაბამისი ეფექტის მქონე კვლევის ჩატარება შეუძლებელია ქალებზე, რომლებიც არ არიან ორსულნი;

iii. კვლევას ახლავს მინიმალური რისკი და ტვირთი.

2. როცა კვლევა ტარდება მეძუძურ დედაზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნეს გამოჩენილი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი არასასურველი გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე