1. კანონმა უნდა განსაზღვროს, დასაშვებია თუ არა და რა დამატებითი პირობების დაცვით უნდა ჩატარდეს კვლევა გადაუდებელ კლინიკურ სიტუაციებში, როცა:
i. პირს არ შეუძლია თანხმობის მიცემა;
ii. მდგომარეობის გადაუდებლობის გამო შეუძლებელია ნებართვის დროულად მიღება პირის კანონიერი წარმომადგენლისგან ან კანონით განსაზღვრული ავტორიტეტული ორგანოსგან, პირისგან ან დაწესებულებისგან, რომელსაც გადაუდებელი სიტუაციის არარსებობის შემთხვევაში ეთხოვებოდა ნებართვის მიცემა.
2. კანონი უნდა შეიცავდეს შემდეგ სპეციფიკურ პირობებს:
i. შესაბამისი ეფექტის მქონე კვლევის ჩატარება შეუძლებელია პირებზე, როცა გადაუდებელი კლინიკური სიტუაციები არ აღინიშნება;
ii. კვლევის პროექტი მხოლოდ მაშინ უნდა განხორციელდეს, თუ ის კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებულია სპეციალურად გადაუდებელი სიტუაციებისთვის;
iii. პირის მიერ წინასწარ განცხადებული ნებისმიერი უარი, რომელიც ცნობილია მკვლევარისთვის, გათვალისწინებული უნდა იქნეს;
iv. თუ კვლევის საფუძველზე არ არის მოსალოდნელი ისეთი შედეგების მიღება, რომლებიც მოცემული პირის ჯანმრთელობას პირდაპირ სარგებლობას მოუტანს, კვლევის მიზანი უნდა იყოს წვლილის შეტანა ისეთი საბოლოო შედეგების მიღებაში, რომლებიც ინდივიდის მდგომარეობის, დაავადების ან ჯანმრთელობის რაიმე სხვა მოშლილობის შესახებ მეცნიერული ცოდნის მნიშვნელოვანი გაღრმავების გზით შესაძლებელს გახდის, სარგებლობა მოუტანოს ამ პირს ან იმავე დაავადების ან მოშლილობის მქონე ან ისეთივე მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებს, და კვლევას ახლავს მინიმალური რისკი და ტვირთი.
3. გადაუდებელ კვლევის პროექტში მონაწილე პირებს ან, თუ საჭიროა, მათ კანონიერ წარმომადგენლებს, უნდა მიეწოდოთ ყველა შესაბამისი ინფორმაცია კვლევის პროექტში პირთა მონაწილეობის შესახებ მაშინვე, როცა ეს შესაძლებელი გახდება. თანხმობა ან ნებართვა კვლევაში მონაწილეობაზე მოთხოვნილი უნდა იქნეს მაშინვე, როცა ამის შესაძლებლობა იქნებ