1. ამ ოქმის მხარეებმა უნდა განახორციელონ ღონისძიებები, რათა უზრუნველყონ კვლევის პროექტის გადასინჯვა, თუ ეს გამართლებულია მეცნიერული მიღწევების ფონზე ან კვლევის პროცესში წარმოქმნილი გარემოებების გამო.

2. გადასინჯვის მიზანი უნდა იყოს იმის დადგენა, თუ რამდენად არის საჭირო:

i. კვლევის შეჩერება ან ცვლილებების შეტანა კვლევის პროექტში, რათა შესაძლებელი გახდეს კვლევის გაგრძელება;

ii. კვლევაში მონაწილეების ან, თუ საჭიროა, მათი კანონიერი წარმომადგენლების, ინფორმირება მიღწევების ან გარემოებების შესახებ;

iii. დამატებითი თანხმობის ან ნებართვის მიღება კვლევაში მონაწილეობისთვის.

3. კვლევაში მონაწილეებს ან, თუ საჭიროა, მათ კანონიერ წარმომადგენლებს, დროულად უნდა მიეწოდოთ ნებისმიერი ახალი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება კვლევაში მათ მონაწილეობას შეეხებოდეს.

4. კომპეტენტური ორგანო ინფორმირებული უნდა იყოს კვლევის პროექტის ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზების შესახებ.

თავი VIII. კონფიდენციალობა და ინფორმაციის მიღების უფლე