1. კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობის განცხადების უნარის არმქონე პირზე კვლევა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური პირობა:

i. კვლევის შედეგებს შეუძლია რეალური და პირდაპირი სარგებლობის მოტანა მისი ჯანმრთელობისათვის;

ii. შესაბამისი ეფექტის მქონე კვლევის ჩატარება შეუძლებელია თანხმობის განცხადების უნარის მქონე პირებზე;

iii. კვლევაში მონაწილე პირს ეცნობა კანონით გათვალისწინებული მისი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების თაობაზე, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ პირს არ შეუძლია ინფორმაციის მიღება;

iv. პირის კანონიერი წარმომადგენლის ან კანონით განსაზღვრული ავტორიტეტული ორგანოს, პირის ან დაწესებულების მიერ გაცემული იქნა სპეციფიკური და წერილობითი ნებართვა მას შემდეგ, რაც მათ მიეწოდათ მე-16 მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია, პირის წინასწარ განცხადებული ნების ან უარის გათვალისწინებით. თანხმობის განცხადების უნარის არმქონე სრულწლოვანმა პირმა შეძლებისდაგვარად მონაწილეობა უნდა მიიღოს ნებართვის მიცემის პროცედურაში. არასრულწლოვნის აზრი გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც მნიშვნელოვნად გადამწყვეტი ფაქტორი ასაკისა და მომწიფების პროპორციულად;

v. მოცემული პირი წინააღმდეგი არ არის.

2. თუ კვლევის საფუძველზე არ არის მოსალოდნელი ისეთი შედეგების მიღება, რომლებიც მოცემული პირის ჯანმრთელობას პირდაპირ სარგებლობას მოუტანს, გამონაკლისის სახით და კანონით გათვალისწინებული დამცავი მექანიზმების გამოყენებით ასეთი კვლევა შეიძლება ჩატარდეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ii, iii, iv და v ქვეპუნქტებში ასახული და ქვემოთ ჩამოთვლილი დამატებითი პირობების გათვალისწინებით:

i. კვლევის მიზანია წვლილის შეტანა ისეთი საბოლოო შედეგების მიღებაში, რომლებიც ინდივიდის მდგომარეობის, დაავადების ან ჯანმრთელობის რაიმე სხვა მოშლილობის შესახებ მეცნიერული ცოდნის მნიშვნელოვანი გაღრმავების გზით შესაძლებელს გახდის, სარგებლობა მოუტანოს ამ პირს ან იმავე ასაკის ან იმავე დაავადების ან მოშლილობის მქონე ან ისეთივე მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებს;

ii. კვლევას ახლავს მხოლოდ მინიმალური რისკი და ტვირთი მოცემული პირისთვის; კვლევის შესაძლო დამატებითი სარგებელი არ უნდა იქნეს გამოყენებული რისკის ან ტვირთის გაზრდის გასამართლებლად.

3. კვლევაში მონაწილეობაზე, აგრეთვე ნებართვის გაცემაზე უარის განცხადებამ ან უკვე მიცემული ნებართვის უარყოფამ არ უნდა გამოიწვიოს რაიმე ფორმით დისკრიმინაცია მოცემული პირისა, განსაკუთრებით სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებასთან მიმართებით