1. მე-5 მუხლში აღნიშნული წესის მიხედვით თანხმობის გაცხადების უნარის არმქონე პირების კვლევაში მონაწილეობა შესაძლებელია, თუ დაცულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

i) შესრულებულია მე-16 მუხლის „i“ – „iv“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პირობები;

ii) კვლევის შედეგები პირდაპირი სარგებლობის მომტანი იქნება მათი ჯანმრთელობისათვის;

iii) შესაბამისი ეფექტის მქონე კვლევის ჩატარება შეუძლებელია თანხმობის გაცხადების უნარის მქონე პაციენტებზე;

iv) მე-6 მუხლით გათვალისწინებული ნებართვა მიცემულია კონკრეტული ფორმით და წერილობით, და

v) პირი, რომელმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა კვლევაში, არ არის ამის წინააღმდეგი.

2. იმ შემთხვევაში, როცა კვლევას არ მოაქვს პაციენტის ჯანმრთელობისათვის პირდაპირი სარგებლობა, გამონაკლისის სახით და კანონით გათვალისწინებული დამცავი მექანიზმების გამოყენებით, კვლევა შეიძლება ჩატარდეს მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი, i, ii, iv და v ქვეპუნქტებში ასახული და შემდეგი დამატებითი პირობების გათვალისწინებით:

i) კვლევის მიზანია ინდივიდის მდგომარეობის, დაავადების ან ჯანმრთელობის რაიმე სხვა მოშლილობის შესახებ მეცნიერული ცოდნის მნიშვნელოვანი გაღრმავებით, მაქსიმალურად გამოიყენონ შედეგები ამ პირის ან სხვა იმავე ასაკის ან იგივე დაავადებით ან მოშლილობით შეპყრობილი ან ისეთივე მდგომარეობაში მყოფი პირების სასარგებლოდ;

ii) კვლევის შედეგად პირს ექმნება მინიმალური საფრთხე და სიმძიმ