i) განზრახულ სამეცნიერო კვლევას არ გააჩნია მსგავსი ეფექტის მქონე ალტერნატივა;
ii) კვლევასთან დაკავშირებული საფრთხე განუზომლად მცირეა მოსალოდნელ დადებით შედეგებთან შედარებით;
iii) კვლევის გეგმა დამტკიცებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, გეგმის სამეცნიერო ღირებულების დამოუკიდებლად შესწავლის, მათ შორის კვლევის მიზნების მნიშვნელობის და მისი ეთიკურობის მრავალდარგობრივი შეფასების შემდეგ;
iv) კვლევის მონაწილე პირებს ეცნობათ მათი უფლებებისა და კანონით გათვალისწინებული დამცავი მექანიზმების შესახებ;
v) მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა გაცხადებულია მკაფიოდ, კონკრეტულად და ფიქსირებულია წერილობით. თანხმობის ნებაყოფლობითი გაუქმება შეიძლება ნებისმიერ დრო