1. ყველას აქვს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციასთან მიმართებით.
2. ყველას აქვს უფლება მიიღოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს პირის სურვილი არ მიიღოს ასეთი ინფორმაცია.
3. გამონაკლის შემთხვევებში, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმა შეიძლება დაუშვას მე-2 პუნქტში მოხსენიებული უფლების შეზღუდვები.