სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№76
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 140211, 14/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №76

2011 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზის“ საფირმო სახელწოდების შეცვლის გამო, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზისათვის“ 2000 წლის 13 მარტს გაცემულ სალიცენზიო მოწმობაში №238 და სახელწოდება სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზა“ შეიცვალოს სახელწოდებით „ბითიეი ბანკი“.

2.  ა მ განკარგულების გამოცემიდან 3 დღეში სს „ბითიეი ბანკს“ მიეცეს სალიცენზიო მოწმობა მითითებული ლიცენზიის ნომრით.

3. ინფორმაცია სალიცენზიო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი,  მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  ო. ნადარაია