სს „ტაოპრივატბანკის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №1399
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს „ტაოპრივატბანკის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. სს „ტაოპრივატბანკის“ საფირმო სახელწოდების შეცვლის გამო, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სს „ტაოპრივატბანკისათვის“ 2007 წლის 10 ოქტომბერს №10 სალიცენზიო მოწმობაში და სახელწოდება სს „ტაოპრივატბანკი“ შეიცვალოს სახელწოდებით „პრივატბანკი“.
2. ა მ განკარგულების გამოცემიდან 3 დღეში სს „პრივატბანკს“ მიეცეს სალიცენზიო მოწმობა მითითებული ლიცენზიის ნომრით.
3. ინფორმაცია სალიცენზიო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ო. ნადარაია