ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.02.2011 ძალადაკარგული 05.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.107.016044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 220211, 22/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №2

2011 წლის 7 თებერვალი

დ. ჩხოროწყუ

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,

1. შემოღებულ იქნ ე ს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აპრილის №5 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე           გ. ლემონჯავა

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 1 პროცენტს.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 1 პროცენტს.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული კარგი ხარისხის მიწებისათვის - 67 ლარი;

ბ) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მწირი ხარისხის მიწებისათვის - 56 ლარი;

გ) ბუნებრივი სათიბებისათვის - 16 ლარი;

დ) გაკულტურებული სათიბებისათვის - 19 ლარი;

ე) ბუნებრივი საძოვრებისათვის - 10 ლარი;

ვ) გაკულტურებული საძოვრებისათვის - 15 ლარი.

    მუხლი 5

ყ ოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 20 ლარი.

    მუხლი 6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 7

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები მიწის ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:

 

ზონების დასახელება

ტერიტო-

რიული კოეფი-

ციენტი

საბაზისო

განაკვეთი

1 მ2-ზე

(ლარებში)

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ2-ზე

(3 X 4)

I ზონა

 

 

 

1

ჩხოროწყუს ადმინისტრაციული შენობების, კულტურული დაწესებულებების, ქუჩების, სკვერების, მოედნების, გზაჯვარედინების, ინტენსიური სატრანსპორტო არტერიების

(მაგისტრალები, სახელმწიფო გზები) მიმდებარე ტერიტორია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინტენსიური სატრანსპორტო არტერიების (მაგისტრალები, სახელმწიფო გზები) მიმდებარე მიწის ნაკვეთები,სადაც შესაძლებელია სამრეწველო ობიექტების განლაგება.

0,3

0,24

0,072

II ზონა

 

 

 

2

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებების ა და სოფლების ცენტრები

0,15

0,24

0,035

III ზონა

 

 

 

3

ტერიტორიები, რომლებიც არ მოხვდნენ ზემოთ აღნიშნულ I და II ზონებში.

0,1

0,24

0,024

     მუხლი 8

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვადრატულ მეტრს;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება 24 კვადრატულ მეტრს.

    მუხლი 9

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.