ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.04.2011 ძალადაკარგული 02.04.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.107.016053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110408006, 14/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №11

2011 წლის 4 აპრილი

დ. ჩხოროწყუ

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად ,

1. შემოღებულ იქნ ე ს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 თებერვლის №2 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე            გ. ლემონჯავა

დანართი №1

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს;

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 1 პროცენტ ს.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) საკარმიდამო მიწებისათვის – 67 ლარი;

ბ) სათიბების ა თვის– 19 ლარი;

გ)საძოვრებისათვის – 15 ლარი;

დ) სახნავი და სხვა მიწებისათვის – 67 ლარი;

    მუხლი 5

ყ ოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 20 ლარი.

    მუხლი 6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 7

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწ ის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ტერიტო -

რიული კოეფიცი -

ენტი

საბაზისო

განაკვეთი

1 მ 2 -ზე

(ლარებში )

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ 2 -ზე

(3 X 4)

1

დაბა ჩხოროწყუში

0,3

0,24

0,072

2

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში

0,15

0,24

0,035

 

    მუხლი 8

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ;

გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული    ფართობი.

    მუხლი 9

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.