1. ომის ან ერის არსებობისათვის საშიში სხვა
საგანგებო მდგომარეობის დროს, ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაატაროს ღონისძიებები კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახვევის მიზნით მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ამას მკაცრად მოითხოვს მდგომარეობის სიმწვავე და იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება მის სხვა საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს.
2. დაუშვებელია წინარე პუნქტის საფუძველზე კონვენციის მე-2 მუხლიდან გადახვევა, გარდა მართლზომიერი საომარი მოქმედებით გამოწვეული ადამიანთა დაღუპვის შემთხვევისა, აგრეთვე, გადახვევა მე-3, მე-4 (პუნქტი 1) და მე-7 მუხლებიდან.
3. ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე, რომელიც იყე-ნებს გადახვევის უფლებას, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას გატარებული ღონისძიებებისა და მათი მიზეზების შესახებ. იგი აგრეთვე ატყობინებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ასეთ ღონისძიებათა შეწყვეტისა და კონვენციის დებულებათა სრულად ამოქმედების თარიღს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
მუხლი 15. კონვენციიდან გადახვევა საგანგებო მდგომარეობის დროს
კარი I — უფლებანი და თავისუფლებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება
- მუხლი 9. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება
- მუხლი 10. გამოხატვის თავისუფლება
- მუხლი 11. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
- მუხლი 13. სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება
- მუხლი 14. დისკრიმინაციის აკრძალვა
- მუხლი 17. უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა
- მუხლი 19. სასამართლოს დაარსება
- მუხლი 21. სამოსამართლო კრიტერიუმები
- მუხლი 22. მოსამართლის არჩევა
- მუხლი 23. უფლებამოსილების ვადა და თანამდებობიდან
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“, მუხლი 15. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208370/muxli-15/