1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, მოახდინოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
მუხლი 10. გამოხატვის თავისუფლება
კარი I — უფლებანი და თავისუფლებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა
- მუხლი 5. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
- მუხლი 6. საქმის სამართლიანი განხილვის უფლება
- მუხლი 7. არავითარი სასჯელი კანონის გარეშე
- მუხლი 8. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება
- მუხლი 9. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება
- მუხლი 11. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
- მუხლი 14. დისკრიმინაციის აკრძალვა
- მუხლი 15. კონვენციიდან გადახვევა საგანგებო მდგომარეობის დროს
- მუხლი 17. უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა
- მუხლი 21. სამოსამართლო კრიტერიუმები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“, მუხლი 10. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208370/muxli-10/