1. არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში ან ყმობაში.

2. არავის შეიძლება დაეკისროს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.
3. ამ მუხლის გაგებით, �იძულებით ან სავალდებულო შრომად� არ განიხილება:
ა. ნებისმიერი სამუშაო, რომლის შესრულებაც, ჩვეულებრივ, სავალდებულოა პატიმრობისას, რაც შეფარდებულია ამ კონვენციის მე-5 მუხლის დებულებების შესაბამისად, ან ასეთი პატიმრობიდან პირობითი თავისუფლების განმავლობაში;
ბ. სამხედრო ხასიათის ნებისმიერი სამსახური ან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად დაკისრებული სამსახური იმ ქვეყნებში, სადაც შინაგანი მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მართლზომიერადაა მიჩნეული;
ც. ნებისმიერი სამსახური, დაკისრებული საგანგებო მდგომარეობის ან საერთო უბედურების ჟამს, რაც საფრთხეს უქმნის ხალხის სიცოცხლესა და კეთილდღეობას;
დ. ნებისმიერი სამუშაო თუ სამსახური, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ ვალდებულებებს განეკუთვნებ