1. არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენის დროს.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირის გასამართლებასა და დასჯაზე მოქმედებისა თუ უმოქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროისათვის დანაშაულს წარმოადგენდა ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების თანახმა