პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) ანტენატალურ მეთვალყურეობას (მომსახურების ჩამონათვალი მოცემულია დანართი–5. 2-ში);
ბ) მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობას:
ბ.ა) მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება;
ბ.ბ) გართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტიკული მდგომარეობების მართვა (პირველი 6 დღე);
ბ.გ) მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა.
გ) გენეტიკური პათოლოგიების ადრეულ გამოვლენას:
გ.ა) გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტ - სისტემით;
გ.ბ) სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევა (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით.
დ) ორსულებში B ჰეპატიტის (სწრაფი და კონფირმაციული) განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებით უზრუნველყოფას;
ე) ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგს ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე (ამ მომსახურების ჩამონათვალი მოცემულია დანართ–5.3-ში)