1. პროგრამის განმახორციელებელია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ პროგრამის ფარგლებში ორსულებში B ჰეპატიტის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტების შესყიდვა ხორციელდება სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და დადგენილი წესით გადაეცემა პროგრამის მე–7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიმწოდებელს.
დანართი 5. 1
პროგრამის მოსარგებლეები
1. ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული.
2. მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტის მოსარგებლეები არიან მაღალი რისკის ორსულები, მშობიარეები და მელოგინეები, გარდა „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.
3. გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტის მოსარგებლეები არიან მაღალი რისკის ორსულთა შემდეგი ჯგუფები ქ. თბილისის მასშტაბით:
ა) ქრომოსომული პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;
ბ) გენური პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;
გ) ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით;
დ) ანამნეზში მკვდრადშობადობა;
ე) დაუდგენელი მიზეზით ნეონატალურ პერიოდში ახალშობილის სიკვდილი;
ვ) ქალის ასაკი 35 და მეტი წლის;
ზ) ინფექციური დაავადებები (აქტიური ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი, B და C ჰეპატიტი, წითელა);
თ) აუტოსომ-დომინანტური ტიპის მემკვიდრული დაავადებების არსებობა მშობლებში;
ი) აუტოსომ-რეცესიული დაავადებების ჰეტეროზიგოტური მტარებლობა ორივე მშობელში;
კ) ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშნების აღმოჩენა;
ლ) ორსულობის პერიოდში ძლიერმოქმედი წამლების მიღება;
მ) ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია და ალკოჰოლიზმი;
ნ) ხელოვნური განაყოფიერება;
ო) მედიკამენტოზური და/ან ქიმიური ინტოქსიკაცია ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს;
პ) რადიაციის და სხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება ორსულობისას.
4. ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის კომპონენტი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე - მოსარგებლეები არიან ახალშობილები და ბავშვები დანართ 5.3–სა და 5.5 მიხედვით საქართველოს მასშტაბით (მათ შორის მუკოვისციდოზზე ქ. თბილისის მასშტაბით).
დანართი–5.2 – ანტენატალური მეთვალყურეობა
ანტენატალური მეთვალყურეობა წარმოებს კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციისა (გაიდლაინი) და კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) – „ანტენატალური მეთვალყურეობა ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს“ – შესაბამისად. კომპონენტით იფარება 4 ანტენატალური ვიზიტი (ორსულობის მე-13 კვირამდე, 18-20-ე, 30-32-ე და 34-36-38-ე კვირაზე), რაც მოიცავს:
11
პირველი ვიზიტი -
13 კვირის ორსულობის ვადამდე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) თერაპევტის კონსულტაცია;
გ) სისხლის საერთო ანალიზი;
დ) შარდის საერთო ანალიზი;
ე) სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივიმეთოდით;
ვ) B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;
ზ) აივ ანტისხეულების განსაზღვრა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;
თ) სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
ი) საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა.
2
მეორე ვიზიტი - ორსულობის 18-20 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად).
3
მესამე ვიზიტი -
ორსულობის 30-32 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.
4
მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 34–36-38 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.
დანართი–5.3 – ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე
1. ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით (მათ შორის მუკოვისციდოზზე ქ. თბილისის მასშტაბით) დაბადებული ყველა ახალშობილის სკრინინგის მეშვეობით.
2. ფენილკეტონურიისა და ჰიპერფენილალანინემიის მქონე ახალშობილთა მეორადი დიაგნოსტიკა დაავადების დადასტურების მიზნით.
3. ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ყოველთვიური მონიტორინგი და ამბულატორიული დახმარება.
4. ფენილკეტონურიის და ჰიპერფენილალანინემიის პათოლოგიური გენების მატარებელი ოჯახების კონსულტირება ამ პათოლოგიათა პრევენციის მიზნით.
5. ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ ბავშვთა ოჯახის წევრებთან ტრენინგის ჩატარება.
6. ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა ჰიპოთირეოზის მეორადი დიაგნოსტიკა და ამბულატორიული მონიტორინგი, რაც მოიცავს:
ა) ენდოკრინოლოგის და პედიატრის მომსახურებას;
ბ) სისხლის ლაბორატორიულ კვლევას ჰორმონებზე (FT4, TSH).
დანართი–5.4 – მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურება და ღირებულება
N
ჯგუფი
ღირებულება
(ლარი)
1
მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სამედიცინო მომსახურება, მძიმე შემთხვევების მართვა.
თანაგადახდა პაციენტის მხრიდან შეადგენს 25%-ს.
833.0
2
გართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტიკული მდგომარეობების მართვა (პირველი 6 დღე)
2,177.0
3
მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა
3,000.0
დანართი – 5.5 – ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის კომპონენტი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე
N
ღონისძიების დასახელება
ერთეულის ფასი
(ლარში)
1
ახალშობილთა მასიური სკრინინგი ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე, თანდაყოლილ ჰიპოთირეოზსა და მუკოვისციდოზზე (სკრინინგის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა სისხლის ნიმუშზე)
13.8
2
ახალშობილთა მასიური სკრინინგი ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე და თანდაყოლილ ჰიპოთირეოზე (სკრინინგის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა სისხლის ნიმუშზე)
8.8
3
ახალშობილთა მეორადი დიაგნოსტიკა ჰიპერფენილალანინემიასა და ფენილკეტონურიაზე
32.0
4
არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები (ფენილკეტონურია) – 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
85.0
5
არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები (ფენილკეტონურია) – 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
65.0
6
არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები (ფენილკეტონურია) – 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
42.0
7
არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები (ფენილკეტონურია) – 7–დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
38.0
8
თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე - მეორადი დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და მკურნალობა - 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
240.0
დანართი – 5.6 – პროგრამის ბიუჯეტი
N
მომსახურებები
ბიუჯეტი
(ლარი)
1.
ანტენატალური მეთვალყურეობა
1,880,400.0
2.
მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა
1,500,000.0
3.
გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა
200,000.0
4.
ორსულებში B ჰეპატიტის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტების შესყიდვა
25,500.0
5.
ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე
800,000.0
სულ
4,405,900.0
დანართი №6
ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვა
ორგანიზაციული კოდი - 35 12 02 0