1. მე-3 მუხლის „ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული საანალიზო ტექნიკური საშუალებების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და გადაეცემა შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელს.
2. მე-3 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. ამასთან, ერთი მოსარგებლისათვის განკუთვნილი სამედიცინო ვაუჩერის წლიური ღირებულება განისაზღვრება 508 ლარით, მაგრამ პროგრამის ჯამური ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს პროგრამის წლიურ ბიუჯეტს.
3. მე-3 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიმწოდებლისათვის მომსახურების ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება რეგისტრირებული მოსარგებლეების რაოდენობის და ვაუჩერის წლიური ღირებულების შესაბამისად (შესულებული სამუშაოს მიუხედავად) და ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად წლიური ასანაზღაურებელი თანხის არა უმეტეს 1/12 პრინციპით.
4. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება იფარება სრულად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტების მხრიდან.
5. პროგრამის ფარგლებში სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისათვის აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს შორის.
6. მოსარგებლეს სამედიცინო ვაუჩერით სარგებლობა უწყდება შემდეგი პირობების არსებობისას:
ა) მოსარგებლის (ან მისი კანონიერი წარმომადგენლის) პირადი წერილობითი გაცხადება;
ბ) ვაუჩერის მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს პროგრამის მოსარგებლეთათვის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) მომსახურების მიღებისთვის აუცილებელი წინაპირობის შეუსრულებლობა (მომსახურების მიღების აუცილებელი წინაპირობაა ვიზიტი მიმწოდებელთან);
დ) მოსარგებლის გარდაცვალება.
7. მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია პროგრამის განმახორციელებელს პროგრამის არსებული (რეგისტრირებული) მოსარგებლეების შესახებ წინასწარ დადგენილი ფორმით