1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) სპეციალიზებულ აბულატორიულ დახმარებას:
ა.ა) ექიმი-ენდოკრინოლოგის და ექთნის მუდმივ მეთვალყურეობას არანაკლებ სამი დღის განმავლობაში;
ა.ბ) ანგიოლოგის, ნევროპათოლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციას, საჭიროების შესაბამისად;
ა.გ) დიეტოლოგის კონსულტაციას;
ა.დ) კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:
ა.დ.ა) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, არანაკლებ 8 ერთეულისა ერთ პაციენტზე;
ა.დ.ბ) გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;
ა.დ.გ) კრეატინინის განსაზღვრა სისხლში;
ა.დ.დ) მიკროალბუმინურიის კვლევა;
ა.დ.ე) სისხლის საერთო ანალიზი;
ა.დ.ვ) შარდის საერთო ანალიზი;
ა.დ.ზ) ზიმნიცკის სინჯი;
ა.დ.თ) C- პეპტიდი;
ა.დ.ი) ჰომა – 2-ის ინდექსი;
ა.დ.კ) ე.კ.გ.
ბ) მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის №179-427/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების“ შესაბამისად
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი დღის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. პროგრამის განხორციელების მექანიზმი, დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 1. პროგრამის მიზნები
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-3-9/