1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღირებულებისა.
2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს მკურნალობის ეპიზოდი, რომლის ღირებულება განსაზღვრულია 300 ლარით.
3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში პროგრამა ფარავს მკურნალობის ეპიზოდის ფაქტობრივი ღირებულების 90%-ს, ხოლო მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10 %-ს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თანაგადახდას არ ექვემდებარება “სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ამ პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება.
4. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა და კომისიის მდივნის მომსახურება ანაზღაურდება ყოველთვიურად შემდეგი ოდენობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - 2800 ლარი;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - 2100 ლარი;
გ) კომისიის წევრი - 1200 ლარი;
დ) კომისიის მდივანი - 1100 ლარი.
5. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით და ერთ სამუშაო დღეზე შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 204 ლარის ოდენობით
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მთავარი მონაცემები
- თანხა 300 ლარით
- თანხა 2800 ლარი
- თანხა 2100 ლარი
- თანხა 1200 ლარი
- თანხა 1100 ლარი
- თანხა 204 ლარის
- განაკვეთი 90%
- განაკვეთი 10 %
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. პროგრამის განხორციელების მექანიზმი, დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 1. პროგრამის მიზნები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-4-8/