1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.
2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა და კომისიის მდივნის შრომის ანაზღაურება ხორციელდება განმახორციელებელ დაწესებულებასთან გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.
3. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში დაავადების შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ექიმის შრომის ანაზღაურება ხორციელდება განმახორციელებელ დაწესებულებასთან გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.
4. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისთვის, მიეცეს თანხმობა სააგენტოს შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა (გარდა კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული რაოდენობისა) გაზარდოს არაუმეტეს 14 ერთეულისა