1. კიბოს სკრინინგის კომპონენტში ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს დანართ–11.2-ში მითითებული ერთეულის ფასებისა და ამავე დანართში განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
2. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვის კვლევა დაფინანსდება გლობალური დაფინანსების პრინციპით.
3. სქესობრივად გადამდებ დაავადებათა პრევენციის კომპონენტით გათვალისწინებული მასალის აღების მომსახურება (მე-3 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტი) ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, არაუმეტეს დანართ–11.3–ში მითითებული ერთეულის ფასებისა და ამავე დანართში განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში. სქესობრივად გადამდებ დაავადებათა პრევენციის კომპონენტით გათვალისწინებული კონფირმაციული კვლევების (მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტი) მომსახურებას ახორციელებს უშუალოდ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ხოლო კონფირმაციული ტესტებისთვის საჭირო მასალის შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. 0-6 წლამდე ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ანაზღაურება ხორციელდება გლობალური დაფინანსების პრინციპით, მაგრამ არაუმეტს დანართ–11.1-ში განსაზღვრული ბიუჯეტისა.
5. ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის კომპონენტში ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დანართ–11.1-ში განსაზღვრული ბიუჯეტისა.
6. კიბოს რეესტრის მეთოდოლოგიის შემუშავების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დანართ–11.1-ში განსაზღვრული ბიუჯეტისა.
7. ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის კომპონენტის ანაზღაურება ხორციელდება გლობალური დაფინანსების პრინციპით, მაგრამ არაუმეტეს დანართ–11.1-ში განსაზღვრული ბიუჯეტისა.
8. პროგრამის მოსარგებლეთათვის სომატოტროპული ჰორმონით უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე) პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
9. ჰეპატიტების გავრცელების შესწავლის კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის საჭირო სახარჯი მასალების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დანართ–11.4-ში განსაზღვრული რაოდენობებისა და ბიუჯეტის ფარგლებში.
10. მაღალი რისკის პოპულაციებში ტუბერკულოზის გავრცელების შესწავლის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არაუმეტეს დანართ–11.1–ში განსაზღვრული ბიუჯეტისა.
11. მოსახლეობის საგანმანათლებლო კამპანიით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება მოხდება გლობალური დაფინანსების პრინციპით.
12. პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ამ პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები