1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ.ა“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. მე-3 მუხლის „გ.ბ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებას ახორციელებს უშუალოდ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ხოლო სახარჯი მასალის შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას ახორციელებს უშუალოდ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი