1. იმუნიზაციის პროგრამით გათვალისწინებული ვაქცინების, შრატებისა და შპრიცების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. პროგრამით გათვალისწინებული ვაქცინებისა და შპრიცების შესყიდვა ხორციელდება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე–13 პუნქტის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით , ხოლო იმ ვაქცინების და შპრიცების შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით - ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.
4. არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მიმღებად ჩაითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში.
5. სამედიცინო ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურება მოიცავს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფას
2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.12.2011
მუხლი 5. პროგრამის განხორციელების მექანიზმები
თავი II — სამედიცინო ვაუჩერის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია, ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. მომსახურების განხორციელების მექანიზმი
- მუხლი 8. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 3. მომსახურების მოცულობა
- მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
- მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელი
- მუხლი 8. პროგრამის განმახორციელებელი
- მუხლი 9. პროგრამის ადმინისტრირება
- მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა
- მუხლი 8. პროგრამის მიმწოდებლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №77, 15.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016235 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1208699/muxli-5-13/