ხელშემკვრელი მხარეები ისწრაფიან:
შექმნან სადაც ეს საჭირო და შესაძლებელია, შესაბამისი მოწყობილობები ფოტოსანიტარული კონტროლის, შენახვის, დეზინსექციისა და დეზინფექციისათვის გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად;
ხელი შეუწყონ ტვირთების გატარებას, კერძოდ ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების სამუშაო საათების კოორდინაციის გზით და სწრაფფუჭებადი პროდუქტების საბაჟო წმენდის ჩატარების შესაძლებლობის უზრუნველყოფით ისეთ საათებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მუშაობის ჩვეულებრივი გრაფიკით, შეტყობინება მათი შემოსვლის შესახებ დროულად იქნა მიღებული.
მცენარეებისა და მცენარელუი წარმოშობის პროდუქტების ფიტოსანიტარული კონტროლი შეიძლება ჩატარდეს ქვეყნის შიგნით განლაგებულ პუნქტებში, თუ შესაძლებელი იქნება იმის დამტკიცება და თუ სატრანსპორტო საშუალებები ისეთია, რომ ეს პროდუქტები არ შეიძლება გადაიქცნენ მოწამვლის წყაროდ მათი გადაზიდვის დროს.
მოქმედი კონვენციების ფარგლებში ხელშემეკვრელი მხარეეი ისწრაფიან შეძლებისდაგვარად შეამცირონ იმ გადასაზიდი მცენარეების, რომლებიც სწრაფად იღუპებიან, და სწრაფფუჭებადი მცენარეული წარმოშობის პროდუქტების ფიზიკური კონტროლი.
იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია ტვითრების დაკავება ფიტოსანიტარული კონტროლის შედეგების მიღებამდე, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური საკონტროლო სამსახურები ზომებს იღებენ იმისათვის, რომ ტვირთების შენახვა განხორციელდეს მინიმალური საბაჟო ფორმალობებით და ისეთ პირობებში, რომლებიც უზურვნელყოფენ მათ საიმედო კარანტინს და შენახვას