ხელშემკვრელი მხარეები ისწრაფვიან:
შექმნან სადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელია, ვეტერინარული კონტროლის სათანადო მოწყობილობა გადაზიდვის მოთხოვნის შესაბამისად. ხელი შეუწყონ ტვირთების გატარებას, კერძოდ ვეტერინარული და კერძოდ საბაჟო სამსახურების სამუშაო საათების კოორდინირების და ტვირთების საბაჟო წმენდის ჩატარების უზრუნველყოფის გზით ისეთ საათებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მუშაობის ჩვეულებრივი გრაფიკით, თუ შეტყობინება მათი მოსვლის შესახებ დროულად იქნება მიღებული..
ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ვეტერინარული კონტროლი შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის შიგნით განლაგებულ პუნქტებში, თუ შესაძლებელია იმის დასაბუთება და თუ გამოყენებულ იქნება ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომ პროდუქტები არ გაფუჭდება ან არ გახდება მოწამვლის წყარო მათი გადაზიდვის დროს.
მოქმედი კონვენციების ფარგლებში ხელშემკვრელი მხარეები ესწრაფიან შეძლებისდაგვარად შეამცირონ სწრაფფუჭებადი გადასაზიდი ტვირთების ფიზიკური კონტროლი. იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია ტვირთების დაკავება ვეტერინარული კონტროლის შედეგების მიღებამდე, ხელეშმკვრელი მხარეების კომპეტენტური საკონტროლო სამსახურები იღებენ ზომებს იმისათვის, რომ ტვირთების შენახვა განხორციელდეს მინიმალური საბაჟო ფორმალობებით და ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ საიმედო კარანტინს და შენახვას