ყველა საკითხების ირგვლივ, რომლებსაც მოიცავს წინამდებარეკონვენცია, საკონტროლო სამსახურები და საბაჟოები დაუყოვნებლივ ახდენენ შესაბამის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას იმისათვის, რომ უზრუნველყონ კონტროლის სათანადო სახეობების ეფექტიანობა.
განხორციელებული კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით კომპეტენტური სამსახური იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ შემდგომ როგორც მოიქცეს მოცემულ ტვირთთან დაკავშირებით და აუცილებლობის შემთხვვაში აწვდის ინფორმაციას კომპეტენტურ სამსახურებს, რომლებიც სხვა სახეობების კონტროლს ახორციელებენ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საბაჟო განსაზღვრავს ასეთი ტვირთისათვის შესაბამის საბაჟო რეჟიმს.
კონფერენცია გადასინჯვის შესახებ
წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელ ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ ნებისმიერ მხარეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენპერალური მდივნის საელზე გაგზავნილი შეტყობინებების საშუალებით შეუძლია მოითხოვოს კონფერენციის მოწვევა წარმოდგენილი კონვენციის გადასახედად, იმ წინადადებების მითითებით, რომლებიც უნდა განიხილოს ამ კონფერენციამ. ამ შემთხვევაში:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გეერალური მდივანი ატყობინებს ამის შესახებ ყველა ხელშემკვრელ მხარეს და სთავაზობს მათ სამი თვის ვადაში წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები პირველად წინადადებებთან დაკავშირებით, აგრეთვე სხვა წინადადებები, რომელთა განხილვაც კონფერენციაზე მათთვის სასურველი იქნება;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ატყობინებს აგრეთვე ყველა ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერი სხვა შემოთავაზებული წინადადებების ტექსტს და იწვევს კონფერენციას გადასინჯვის შესახებ, თუ შეტყობინების შემდეგ ქვსი თვის განმავლობაში ხელშემკვრელი მხარეების მესამედი მაინც ატყობინებს მას თავის თანხმობას ასეთი კონფერენციის მოწვევის შესახებ;
მაგრამ, თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი თვლის, რომ გადასინჯვის შესახებ წინადადება შეიძლება განიხილოს, როგორც წინადადება შესწორების შეტანის შესახებ 22–ე მუხლის პუნქტ 1–ის შესაბამისად, მაშინ წინადადების შემომტანი მხარის თანხმობით მას შეუძლია პროცედურის ნაცვლად მიმართოს 22-ე მუხლში მითითებულ შესწორებების შეტანის პროცედურას.
დანართი 2
სამედიცინო–სანიტარული კონტროლ