სამედიცინო–სანიტარული სამსახურები ახორციელებენ თანამშრმლობას სხვა ხელმშემკვრელი მხარეების შესაბამის სამსახურებთან იმისთვის, რომ დააჩქარონ სამედიცინო–სანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული სწრაფფუჭებადი ტვირთების გატარება, კერძოდ სასარგებლო ინფორმაციის გაცვლით.
იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სწრაფფუჭებადი ტვირთების პარტიის დაკავება სამედიცინო–სანიტარული კონტროლის დროს, კომპეტენტური სამსახური იღებს ზომებს იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამის სამსახურს დაკავების მიზეზებისა და ტვირთების მიმართ მიღებული ზომების მითითებით.
დანართი 3
ვეტერინარული კონტროლ