კონტროლის სამსახურები თვალს ადევნებენ იმას, რმო სასაზღვრო პუნქტები, რომლებზეც შეიძლება სამედიცინო–სანიტარული კონტროლის ჩატარება, აღიჭურვონ აუცილებელი მოწყობილობებით.
სამედიცინო–სანიტარული კონტროლი შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ქვეყნის შიგნით განლაგებულ პუნქტებში, თუ წარმოუდგენელი მოწმობები და გადატანის საშუალებები ნათლად მოწმობენ იმას, რომ ტვირთი გადაზიდვის დროს არ შეიძლება გაფუჭდეს ან გახდეს მოწამვლის წყარო.
მოქმედი კონვენციების ფარგლებში ხელშემკვრელი მხარეები შეძლებისდაგვარად ისწრაფიან შეამცირონ სწრაფფუჭებადი ტვირთების ფიზიკური კონტროლი.
იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ტვირთის დაკავება სამედიცინო–სანიტარული კონტროლის შედეგების მიღებამდე, ხელეშმკვრელი მხარეების კომპეტენტური სამსახურები იღებენ ზომებს იმისათვის, რომ ტვირთები ინახებოდეს ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ შენახვას მინიმალური საბაჟო ფორმალობების შემთხვევაში