ყველა ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაუყოვნებლივ მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ტვირთის თაობაზე; რომლებიც ექვემდებარებიან სამედიცინო–სანიტარულ კონტროლს;
ადგილების თაობაზე, რომლებშიც მოცემული ტვირთები შეიძლება კონტროლისათვის იქნენ წარმოდგენილნი;
სამედიცინო–სანიტარულ კონტროლთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტებითა და წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნების და აგრეთვე ჩვეულებრივად გამოსაყენებელი პროცედურების თაობაზე